logo
ENG



Unian: რუსეთი თავს დაესხა იმ რაკეტების მწარმოებელ ქარხანას, რითაც გემი "მოსკვა" ჩაძირეს

16 აპრ 202201:38
3 წუთის საკითხავი
 
Unian: რუსეთი თავს დაესხა იმ რაკეტების მწარმოებელ ქარხანას, რითაც გემი "მოსკვა" ჩაძირეს

უკრაინული გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, რუსულმა ძალები იერიში მიიტანეს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ჟულიანსკის მანქანათმშენებლობის საწარმო "ვიზარზე", სადაც რაკეტა "ნეპტუნის" გემსაწინააღმდეგო რაკეტები იწარმოება.

მედიის ინფორმაციით, რუსეთმა რაკეტა 15 აპრილს დაახლოებით 01:30-ზე გაუშვა, მას შემდეგ, რაც შავ ზღვაში უკრაინის მხრიდან რუსულ გემ "მოსკვაზე" თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი.

ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა. 

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია. 

რუსეთი თავდაპირველად ხომალდის ჩაძირვას უარჰყოფდა და მხოლოდ ხანძრის გაჩენას ადასტურებდა, თუმცა 14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა რომ "მოსკვა" ჩაიძირა. მიუხედავად ამისა, რუსეთის მტკიცებით, "ხომალდ "მოსკვას" დანიშნულების პორტამდე ბუქსირების დროს, გემმა, რომელმაც ხანძრის დროს დაზიანებები მიიღო, დაკარგა სიმყარე და შტორმის დროს ჩაიძირა". 

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმაც დაადასტურა, რომ რუსულ ხომალდ მოსკვას, რომელიც ჩაიძირა, 2 უკრაინული რაკეტა - ნეფტუნი ესროლეს.


close დახურვა